საქართველოს საჰაერო კოდექსის 711 მუხლის საფუძველზე და ავიაგადამზიდველის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მონაცემების მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის #174 დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა საჰაერო გადამზიდავის მიერ ავტორიზებული ორგანოსთვის API-PNR ინფორმაციის მიწოდება. დადგენილებით რეგულირდება ამ მონაცემების ავტომატური დამუშავების, შესაბამისი კომპეტენტური ორგანიებისათვის გადაცემის, მისი წაშლისა და დეპერსონალიზაციის წესი, ვადები და პროცედურები.
ავიაგადამზიდველი კომპანიებისათვის დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურების ავტომატიზირების მიზნით სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ შეიქმნა ვებ პორტალი piu.ssg.gov.ge.